ENG

ჩვენ შესახებ: მისია

ასოციაცია "დეა"

ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია - შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დედათა ასოციაცია ,,დეა" დაფუძნდა 1998 წელს ზუგდიდში, ადგილობრივ და და აფხაზეთიდან დევნილ  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე  ქალთა მიერ  დიდი ბრიტანეთის საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაცია ,,ოქსფამის’’ მხარდაჭერით. ორგანიზაცია ძირითადად საქმიანობს ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, სამეგრელო - ზემო სვანეთის რეგიონში,  მაგრამ მისი საქმიანობის არეალი მოიცავს, აგრეთვე, საქართველოს სხვა რეგიონებსა და  ქ. თბილისს.

ასოციაცია "დეას" მისია

ადამიანის უფლებების დაცვა,  სამოქალაქო საზოგადოების განვითარება,  დემოკრატიულ ფასეულობათა დამკვიდრება, მონაწილეობა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და მოსახლეობის სხვა ჯგუფების სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობაში,  მათ მიმართ ეფექტიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებასა და რეალიზაციაში,

ასოციაცია "დეას" ხედვა

შესაძლებლობის  შეზღუდვა არ არის საზოგადოების დაყოფის საფუძველი. ჩვენ მიგვაჩნია, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვა და შესაძლებლობების რეალიზაცია მხოლოდ ისეთ საზოგადოებაშია შესაძლებელი, რომელიც ითვალისწინებს მთავრობის პასუხიმგებლობას, საზოგადოების მიერ არსებული პრობლემის გათავისებას , მოსახლეობის და განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობის აქტიურ ჩართულობას გადაწყვეტილების მიღების ყველა დონეზე.

ამისათვის ჩვენ საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფების მობილიზაციით და მათი ჩართულობით  უზრუნველვყოფთ არა მარტო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისა  და მათი ოჯახების გაძლიერებას, არამედ ქვეყანაში შესაბამის საკანონონმდებლო ცვლილებების დანერგვას და საზოგადოების  ჯგუფების აქტიურ ჩართულობას გადაწყვეტილების მიღების პროცესებში

ასოციაცია "დეას" ფასეულობები:

  • ჩვენ ვეწინააღმდეგებით დისკრიმინაციას
  • ჩვენ მოვითხოვთ იმას, რაც გვეკუთვნის   - ჩვენი თანაბარი უფლებების რეალიზაციას
  • არ არსებობს საზოგადოებრივი საკითხები, რომელიც ჩვენ არ გვეხება (ეს არის არსი ინტეგრაციისა)
  • ნებისმიერი ჩვენი საქმიანობა მიმართულია გენდერული თანასწორობისკენ

ასოციაცია "დეას" სტრატეგიული მიმართულებები:

  • შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების და მათი ოჯახების მხარდაჭერა;
  • იძულებით გადაადგილებულ პირთა მხარდაჭერა;
  • საზოგადოების გათვითცნობიერება და დამოკიდებულების შეცვლა;
  • დემოკრატიულ ფასეულობათა გარშემო საზოგადოების შეკავშირების ხელშეწყობა ;
  • საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირება და კანონაღსრულების მონიტორინგი.

ასოციაცია "დეას" ძირითადი საქმინობის სფეროები:

  • ადამიანის უფლებების დაცვა, ადვოკატირება
  • შშმ პირთა სოციალური ინტეგრაცია
  • სოციალური პოლიტიკა
  • განათლების რეფორმა
  • ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა
  •  გენდერული თანასწორობა
  • ადგილობრივი თვითმართველობის სისტემის განვითარება, დეცენტრალიზაცია
  • სამართალშეგნება და რეკომენდაცია 
  • საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირება
  • არაფორმალური განათლება
  • სამოქალაქო მონიტორინგი
  • იურიდიული კონსულტაცია მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფებისა და პროფესიული თემებისათვის
  • კვლევითი საქმიანობა
  • საზოგადოების გათვითცნობიერება და მიდგომებსა და დამოკიდებულებებში პოზიტიურ ცვლილებათა ხელშეწყობა
  • საგამომცემლო საქმიანობა
  • ჰუმანიტარული საქმიანობა
  • ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია
  • თემის განვითარება
  • ქალებისა და ახალგაზრდების გააქტიურება,  პოლიტიკური თანამონაწილეობისა და წარმომადგენლობის გაზრდა  
  • მოსახლეობასა და გადაწყვეტილების მიმღებ პირთა შორის დიალოგის ინიცირება და ორგანიზება
  • რეგიონისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიულ დაგეგმვაში მონაწილეობა და შესრულების მონიტორინგი
  • ადგილობრივი ბიუჯეტის მონიტორინგი
  • პრეცენდენტული იმიტირებული სასამართლო პროცესების ორგანიზება
  • მედიასთან თანამშრომლობა



ასევე იხილეთ კატეგორიაში - ჩვენ შესახებ:
  

 

     

 


 

მისამართი: 2100 საქართველო, ზუგდიდი, ლაზის ქ. N 3

ტელეფონი: +995 (415) 25 01 39; +995 (415) 22 06 11

მობილური: 577 45 45 88

ფაქსი: +995 (415) 5 01 39